ბაიდენის ხშირმა ხველებამ საზოგადოება შეაშფოთა: მაყურებელმა ყველა ჩახველება დათვალა – ვიდეო

პოლიტიკური მიმომხილველის თქმით, ბაიდენს ზოგადად ახასიათებს სიტყვით გამოსვლისას ხველება, მაგრამ მანამდე ამდენი არასდროს უხველებია

 აშშ–ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ხველებამ სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრის შედეგებს ეძღვნებოდა, მაყურებლებისა და ჟურნალისტების ყურადღება მიიქცია, წერს ბრიტანული ტაბლოიდი The Daily Mail–ი.

გამოცემამ აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელებში გავრცელებული კომენტარები გააანალიზა და გაარკვია, რომ ერთ–ერთი მომხმარებლის დათვლით, ბაიდენმა 14 წუთიანი გამოსვლისას 17–ჯერ დაახველა.

კიდევ სხვა იუზერი ურჩევდა ბაიდენს, წყალი დაელია და არ დაეშინებინა ამომრჩევლები.

ამასთან ერთ–ერთი მომხმარებელი, რომლის პროფილიდანაც ირკვევა, რომ ის მედიკოსია, ახსენებს ბაიდენს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის წესების თანახმად, ადამიანმა მუშტში კი არ უნდა ჩაახველოს — როგორც ამას არჩეული პრეზიდენტი აკეთებდა, არამედ მოხრილ იდაყვში.

რეკლამა
eudora.ge

როგორც ტელეარხ NPR–ის პოლიტიკური მიმომხილველი სკოტ დეტროუ აღნიშნავს, ბაიდენს ახასიათებს ხველება სიტყვით გამოსვლისას, მაგრამ ამ ჯერზე ის უფრო ხშირად ახველებდა, ვიდრე ოდესმე. 

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებთან საუბრის პირდაპირი ტრანსლაციისას ჯო ბაიდენმა კომენტარი გააკეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და თქვა, რომ ცოტა გაციებულია. ამასთან მისი შტაბი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ცოტა ხნის წინ, 12 დეკემბერს, ბაიდენმა ტესტი გაიკეთა კორონავირუსზე და მან უარყოფითი შედეგი აჩვენა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები