ახლა მთავარია არ დავიღალოთ. აქციები, აქციები, აქციები – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარობის კანდიდატი ვანის, სამტრედიის, ხონისა და წყალტუბოს ოლქში ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, საპროტესტო აქციები აუცილებელია, რათა ხელისუფლებამ დაინახოს რომ მოსახლეობა მას არჩევნების წართმევას არ პატიობს.

“მეგობრებო, ახლა მთავარია არ დავიღალოთ. აქციები, აქციები, აქციები. 

რატომ არის ეს აუცილებელი?

ხელისუფლებამ უნდა დაინახოს რომ მოსახლეობა მას არჩევნების წართმევას არ პატიობს. ყველა მთავრობას, ყველაზე მეტად ეშინია ხალხის. 

ან მივიღებთ ხელახალ არჩევნებს თამარ ჟვანიების გარეშე. ან დარჩებიან პარლამენტში მარტო და იმ ნაღმზე, რომელიც ოპოზიციას დაუდეს თავად ადეთქდებიან. 

სხვა  გზა არაა. უფრო სწორად,  სხვა გზა არ დაგვიტოვეს. 

ყველა,  ვინც ბიძინას ამ არჩევნებს გაუპრავებს პარლამენტში შესვლით, ხალხისგან მიიღებს შესაბამის პასუხს. 

ის რომ ლეგიტიმაცია არ დაეკარგებათ ერთპარტიული პარლამენტით ტყუილია. რას ნიშნავს ლეგიტიმაცია თუ ხალხი არ აღიარებს პარლამენტს. მთავარია ხალხმა არ მისცეს ამათ ლეგიტიმაცია და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი აქციები”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის სამაჟორიტარო ოლქში ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

გივი ჭიჭინაძე (ქართული ოცნება) – 51,02%;

რეკლამა
eudora.ge

ნანუკა ჟორჟოლიანი (ძალა ერთობაშია) – 31,52%.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები