ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ყირიმ-კონგოს ცხელებით, ადიგენიდან თბილისში გადმოყვანილი 23 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

ახალგაზრდა მამაკაცი, ახალციხიდან ბოჭორიშვილის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ, მდგომარეობის გართულების გამო გადმოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მას ინფექცია სავარაუდოდ საქონლისგან გადაედო. ახლობლების ამბობენ, რომ ბექა კოჟორიძე ადიგენში ცხოველებს მწყემსავდა.

ექიმების ინფორმაციით, ახალციხეში მსგავსი სიმპტომებით მოსახლეობის მიმართვიანობამ იმატა. მედიკოსები არ გამორიცხავენ რომ ახალციხე ახალი ვირუსული ინფექციის აფეთქების კერად იქცეს.

ადამიანებში დაავადება დაავადებულ ტკიპასთან კონტაქტის შემდეგ ერთიდან ცხრა დღეში ვლინდება. ეს მძიმე ვირუსული დაავადებაა, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, მკურნალობას არ ექვემდებარება და დაავადებულთა, დაახლოებით, 40% იღუპება.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები