აცრიან თუ არა კორონავირუსზე ბავშვებს საქართველოში

„ბავშვებში კორონავირუსი იშვიათად მძიმდება, თუმცა ბავშვები და სტუდენტები ძალიან ხშირად არიან გამავრცელებლები. ამიტომ საბოლოოდ, პანდემიის კონტროლი თუ გვინდა, ჩემი წარმოდგენით, მოგვიწევს ბავშვების ვაქცინაციაც“, – ამის შესახებ ჯონ ჰოპკინისის სამედიცინო ქსელის ერთ-ერთი პროგრამის დირექტორმა, ინფექციონისტმა, მამუკა მაჩაიძემ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.

რეკლამა
eudora.ge

მაჩაიძე მიიჩნევს, რომ ბავშვებზე ვაქცინის კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამიტომ საქართველოში ბავშვების ვაქცინაცია 2020 წლამდე ვერ მოხდება.

„ბავშვების შემთხვევაში, მაგალითად Pfizer-ის ვაქცინის 12 წლის ზემოთ გამოყენება დაშვებული გახდა მხოლოდ წინა თვეში. ამაზე პატარა ასაკის ბავშვები კვლევაში ჯერ არ შეუყვანიათ. ბავშვებს კორონავირუსის ვაქცინას ჯერ არავინ შესთავაზებს, რადგან მათთვის კვლევა მხოლოდ ახლა იწყება. ჩემი აზრით, ეს პროცესი 2022 წლამდე მაინც გასტანს, სანამ ვაქცინა ბავშვებისთვის საქართველოში ჩამოვა“, – აღნიშნა მამუკა მაჩაიძემ სატელევიზიო ინტერვიუში.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები