აჩვენებენ 7 ნოემბრის კადრებს, მე მინდა შევახსენო ყველას, 7 ნოემბრის აქციის შემდეგ გადავდექი პრეზიდენტის პოსტიდან – მიხეილ სააკაშვილი

„მე მინდა მივესალმო დღეს, თბილისში და ბათუმში ჩატარებული აქციის მონაწილეებს, რომლებმაც დაანახეს მთელ საქართველოს რომ იცავენ თითოეული ქართველის ხმას, საქართველოს თავისუფლებას და არსებობას.

ისინი არ დაუშვებენ ოლიგარქმა საბოლოოდ გაანადგუროს ჩვენი ქვეყანა რუსეთის დავალებით. ის რაც ხდება მთელ საქართველოში ესაა სამოქალაქო გმირობა, ამიტომ მე მინდა თითოეულ თქვენგანს ვუთხრა, ეს არ არის პოლიტიკური აქცია.

ჩვენ ვიცავთ საქართველოს. მინდა მივესალმო ოპოზიციის ყველა ლიდერის ერთიანობას.

დაიწყეს ძალადობის პირდაპირი გამოყენება, ამას ამართლებენ ისტორიული პრეცედენტებით. აჩვენებენ 7 ნოემბრის კადრებს, მე მინდა შევახსენო ყველას, 7 ნოემბრის აქციის შემდეგ გადავდექი პრეზიდენტის პოსტიდან. ამათ 20 ივნისის შემდეგ, გახარია დააწინაურეს.

რეკლამა
eudora.ge

2012 წელს მე სრულიად მშვიდობიანად გადავეცი ძალაუფლება, ნაციონალურმა მოძრაობამ წააგო არჩევნები და გადასცა მშვიდობიანად, ივანიშვილმა წააგო არჩევნები და ის არ აპირებს ძალაუფლების გადაცემას, აპირებს ძალადობით შეინარჩუნოს, არ გამოუვა. რაც უფრო მეტად შეეცდება მით უფრო ცუდად დაამთავრებს. ხელები შორს მშვიდობიანი მომიტინგეებისგან, ხელები შორს ქართველი ხალხის ხმებისგან, ნუ ეპოტინებით, საქართველო არის წმიდნათა წმინდა. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს ამას ალტერნატივა არ აქვს.

იმ წუთში როცა საქართველო გადაწყვეტს ჩემი ჩართულობის თემას, რა ფორმასაც გადაწყვეტენ ოპოზიციური ლიდერები და ქართველი ხალხი, დავემორჩილები”, – განაცხადა სააკაშვილმა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები