აშშ-ში კორონავირუსის 84 089 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 557 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 84 089 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 9 291 064-მდე გაიზარდა, – შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ვირუსს ქვეყანაში კიდევ 557 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 231 552-ს მიაღწია.

რეკლამა
eudora.ge

ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები