აღარ გვინდა, დედამ იტიროს – გახდი საიდუმლო სანტა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის

1-ლი დეკემბრიდან ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის ფეისბუქ გვერდზე სოციალურად დაუცველი ბავშვების მიერ დაწერილი წერილები გამოჩნდა. ეს ის ბავშვები არიან, რომელთათვისაც ახალი წელი, თავიანთი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, სიხარულთან და სურვილების ასრულებასთან ნაკლებად ასოცირდება.

ეს ერთ-ერთი წერილია “გახდი საიდუმლო სეკრეტ სანტას” ფონდიდან. საბედნიეროდ ზუკასთან ერთად ბევრ სოციალურად დაუცველ ბავშვს, ფონდის დახმარებით ჯადოსნური ახალი წელი ელით და მათ სურვილებს შეძლებისდაგვარად, კეთილი ადამიანები აუსრულებენ.

რეკლამა
eudora.ge

წერილები საიდუმლო სანტების გამოჩენას 1-ლი დეკემბრიდან – 23 დეკემბრამდე დაელოდებიან. პროექტში ჩართვა ნებისმიერ მსურველს მარტივად შეუძლია. მონაწილეობის მისაღებად მათ უნდა შეარჩიონ სასურველი წერილი და მის ქვეშ დატოვონ კომენტარი “მე გავხდები (სალომეს/ნიკოს) საიდუმლო სანტა”. ამის შემდეგ მათ პროექტის ორგანიზატორები დავუკავშირდებიან და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

თქვენ კი, ვინც ამ სტატიას კითხულობთ, შეგიძლიათ ახლავე ეწვიოთ ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის გვერდს, აირჩიოთ სასურველი წერილი და სოციალურად დაუცველ ბავშვებს ჯადოსნური დღესასწაული აჩუქოთ.

„პროექტი უკვე მეხუთე წელია მიმდინარეობს და ყოველ წელს მასში ასობით საიდუმლო სანტა იღებს მონაწილეობას, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ახალი წლის ჯადოსნურობის იდეა უფრო სარწმუნო გავხადოთ” – ამბობს პროექტის იდეის ავტორი მურო თაკალანძე.

გასული წლებისგან განსხვავებით, ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბავშვებს საჩუქრები პირდაპირი კონტაქტით არ გადაეცემათ და საიდუმლო სანტები ადრესატებს საჩუქრებს 24-დან 29 დეკემბრის ჩათვლით სახლში გაუგზავნიან.

სანტებს საჩუქრების მიწოდებაში, #SecretSantaChallenge 2021 – აქციის მთავარი პარტნიორი, ესპანური სტარტაპი Glovo უსასყიდლოდ დაეხმარება.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები