არ იქნება ხელახალი არჩევნები? – არ იქნება მშვიდობა! – ირაკლი ოქრუაშვილი

გამარჯვებული საქართველოს ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი მხოლოდ ხელახალი არჩევნების საკითხზე უნდა გაიმართოს:

„საერთოდ მიმაჩნია, რომ მთელი ოპოზიცია ვუშვებთ შეცდომას, როდესაც თამასას ივანიშვილიდან დაბლა ვწევთ კობახიძეებზე, კალაძეებზე და ა.შ. თუ რაიმე ცუდი ხდება ქვეყანაში, თუ ვინმე გადაწყვეტილების მიმღებია რაიმე საკითხზე, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. უნდა გვქონდეს საუბარი მასთან ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით. არ იქნება ხელახალი არჩევნები? – არ იქნება მშვიდობა!

აი, ამიტომაცაა, რომ ხალხი ირჩევდა და რასაც ვხედავ, მომავალშიც „ოცნებას“ აირჩევს!!

ეს ნიშნავს იმას, რომ ამის გარეშე პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება, თუ არ განიმუხტება პოლიტიკური კრიზისი, ბუნებრივია, არ იქნება მშვიდობა. არ ვიმუქრებით, „კარგ მთქმელს კარგი გამგონი სჭირდებაო“. მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს სჭირდებათ უკეთესი მომავალი, უკეთესი და ღირსეული წარმატებული შვილების კარიერა, საკუთარი უსაფრთხოების უფრო ნათლად და ცხადად დანახვა. ადამიანებს სჭირდებათ ძალიან ცხადი საკუთარი მომავალი, დღეს მომავალს ვერ ხედავენ. მე-5 რაუნდი უნდა გაგრძელდეს იმასთან დაკავშირებით, როდის ჩატარდება ხელახალი არჩევნები“

რეკლამა
eudora.ge

დაახვიე და გაიკეთე – უგულავა კობახიძეს პასუხობს0

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები