არწივივით ცხოვრობდი და არწივივით მიხვალ ღმერთთან, როგორც საქართველოს მაცნე – სოსო პავლიაშვილი

დღეს, საესტარდო მომღერალი, ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი თემურ წიკლაური, უკანასკნელ გზაზე გააცილეს. მომღერალი პირველ თებერვალს კორონავირუსის დიაგნოზით, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი და მსახიობი, სოსო პავლიაშვილი, თემურ წიკლაურს ემშვიდობება და სოციალურ ქსელში წერს:

„ნახვამდის, ჩემო უფროსო ძმაო! შენ იყავი და იქნები საქართველოს არწივი! მადლობა ძმობისთვის! მადლობა სიბრძნისთვის! გმადლობთ სამშობლოს, მაყურებლისა და მუსიკის სიყვარულის შესანიშნავი მაგალითისთვის, რომელსაც უზომოდ პატიოსნად და ღირსეულად ემსახურებოდით.

როგორც პატარა ბიჭი, აღფრთოვანებული ვარ თქვენით და ჩვენი მთელი ოჯახით – „ივერიით”. ჩვენ ათასობით კილომეტრიანი გზა გავიარეთ და ათასობით მაყურებლის წინაშე ვიმღერეთ. არ მახსოვს რაიმე სიცრუე სცენაზე, ან პირადში.

რეკლამა
eudora.ge

შენ ხარ ღირსების და სიკეთის, ნიჭიერებისა და ერთგულების ყველაზე სუფთა და ნათელი განსახიერება. შენ შექმენი კაცის ისეთი იმიჯი, რომელსაც სკოლეში უნდა ასწავლიდნენ.

ყოველთვის უსწრებდი დროს, მაგრამ ყოველთვის მადლიერი იყავი საკუთარი თავის და ყველა ახლობლის. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ყოველთვის შენი მანქანის მგზავრი ვიყავი.

შენ ჩამოხვედი ჩემთან და ჩვენ ერთად წავედით გასტროლზე საქართველოში, გზად ვუსმენდი და ვითვისებდი შენ ადამიანურ ფილოსოფიას.

არწივივით ცხოვრობდი და არწივივით მიხვალ ღმერთთან, როგორც საქართველოს მაცნე. სთხოვე უფალს ილოცოს სამშობლოსათვის და არასდროს გეტყვის უარს.

მშვიდობით და დაგვლოცეთ ბატონო თემურ. ჩვენ არასდროს დაგვივიწყებთ. ჩვენო სიამაყე და ჩვენი სიმღერის დიდება იყავი და ყოველთვის იქნები! დიდი მადლობა სიყვარულისთვის!”

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები