არჩევნების დღეს კომენდანტის საათი არ იმოქმედებს

არჩევნების დღეს, 21 ნოემბერის 22:00 საათიდან 22 ნოემბრის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა არ იმოქმედებს.

შეზღუდვა იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით მოიხსნა.

რეკლამა
eudora.ge

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის მკვეთრად ზრდის გამო, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები