არდადეგებზე მიდის ვირუსი სადმე? – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი , საქართველოში დაწესებულ ახალ შეზღუდვებს ემხამურებაა და სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

ექსპრეზიდენტი “აბსურდულსა” და “არალოგიკურს” უწოდებს შეზღუდვებს და მიაჩნია, რომ მთავრობამ ეს “თავისი ტყავის გადასარჩენად” მოიფიქრა.

“სილამაზის სალონებს არ კეტავთ, არც უნდა დაკეტოთ და კეტავთ დიდ სავაჭრო ცენტრებს. რანაირად არის სილამაზის სალონი უფრო უსაფრთხო, ვიდრე დიდი სავაჭრო ცენტრი. როგორაა, რომ 24-ში ისევ გაიღება?!

რეკლამა
eudora.ge

ესე იგი ახალ წელზე, არდადეგებზე მიდის ვირუსი სადმე? რამე საგზური აქვს აღებული?

თუ სულ სხვა რაღაცაა, რომ გინდათ სასწრაფოდ, კონტრაბანდულად შეიყვანოთ თქვენი არალეგიტიმური, უკანონო პარლამენტი, დანაშაულებრივი გზით დანიშნული და ამისთვის გჭირდებათ?” — აცხადებს სააკაშვილი.

მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი არის, რომ ხალხმა “ჩაკეტოს ოცნების მთავრობა” და ამოისუნთქოს. მისი თქმით, ამის შემდეგ ვირუსსაც დაამარცხებენ და წელშიც გაიმართებიან.

ერთადერთი გამოსავალია, რომ ხალხმა ჩაკეტოს ეს ოცნების მთავრობა და ამოისუნთქოს შვებით. მერე პარალელურად ვირუსსაც დავამარცხებთ და წელშიც გავიმართებით” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები