არავინ არ უნდა დაემორჩილოს ამ რეგულაციებს, ადამიანები შიმშილისთვის არიან განწირულები – ჯაფარიძე

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ქვეყანაში დაწესებულ რეგულაციებს არავინ უნდა დაემორჩილოს, რადგან ორივე მხარეს დგას ადამიანების სიცოცხლე ერთ მხარეს არის კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანები და მეორე მხარეს შიმშილით.

“არავინ არ უნდა დაემორჩილოს ამ რეგულაციებს. იმიტომ, რომ გასაგებია რომ კოვიდია გავრცელებული, გასაგებია, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილისთვის, ეს ძალიან მაღალი რისკის მატარებელია და ადამიანები კვდებიან ამისგან, მაგრამ სასწორის მეორე პინაზე, ასევე, დევს ადამიანების სიცოცხლეც და ამ ადამიანებმა რა ქნან? ადამიანები შიმშილისთვის არიან განწირულები. ჩვეულებრივად, იქითაც ადამიანის სიცოცხლეა და აქეთაც. ამიტომაც, ეს არის ადამიანის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი”, – ამბობს ჯაფარიძე.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები