ანზორ მელიას კორონავირუსი დაუდასტურდა – ასევე ინფიცირებულია კლინიკა „გული“-ს 40 ექიმი და 45 ექთანი

კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ კლინიკაში მომუშავე 40 ექიმსა და 45 ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფიცირებულია კლინიკის გენერალური დირექტორი ანზორ მელიაც.

მისივე თქმით, ინფექციის გავრცელების წყარო პაციენტი იყო, რომელმაც მოიტყუა, რომ სიცხე არ ჰქონია.

„ჩვენ 10 დეკემბრამდე დავიხურეთ, რადგან თითქმის ყველა ექიმის კოვიდი აქვს, მეც კოვიდი მაქვს, სასწრაფო მთლიანად ინფიცირებულია.

სულ 200-მდე თანამშრომელი გვყავს, ინფიცირებულია 40 ექიმი, 45 ექთანი და 30 სანიტარი.

მათგან ზოგი სასტუმროში მკურნალობს, ზოგი სახლში. სახლში ვმკურნალობ მეც, იზოლაციაში ვარ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ინფიცირებულია, ასევე, ჩვენი ტექნიკური პერსონალი.

რეკლამა
eudora.ge

ჩვენ მკაცრი ზომები მივიღეთ კოვიდის დაწყებიდან, მაგრამ ვირუსი შემოგვეპარა.

ვირუსი ჩვენთან ავადმყოფმა მოიტანა, მოგვატყუა, რომ სიცხე არ ჰქონია და თურმე, ამ ავადმყოფს ოთხი დღე სიცხე ჰქონდა.

როცა გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, თქვა, რომ ოთხი დღეა, რაც სიცხე მაქვსო. ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ჩვენ გადმოგვადო ვირუსი“, – განაცხადა მელიამ.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები