ამ სათვალეებიდან კიდევ უფრო გამჭირვალე ხდება ზოგი ვითომ „სვეტსკი“ ადამიანი – მამა პეტრე

მამა პეტრე კოლხი საზოგადოების კრიტიკას შემდეგი პოსტით ეხმაურება:

„ვითომ განათლებულები, ვითომ თანამედროვეები, ვითომ გამოსულები, სულ ამბობდნენ, ეკლესია დროს ჩამორჩა, ეკლესია გოიმია, იქ სად უნდა მივიდეთ, ვის უნდა გავესაუბროთ… ბნელები და უწიგნურები არიანო…

ეს სიტყვები ვითომ, ვითომ, ვითომ ადამიანებს ეკუთვნით… ვინც საცეცხლურის იქით არ იყურებოდა, ფსკერი და ქვის ხანის ღვთისმსახური უწოდეს…

ვისაც დისერტაცია დაცული აქვს, ამ ვითომ წიგნიერ ხალხზე მეტი წიგნი წაკითხული აქვს, ვისაც თეოლოგიაც ესმის, მაგრამ არც სხვა საკითხების ცოდნაში ჩამორჩება, არც ისინი მოგწონთ! არა, ასე ვერ ვიტყვი, მგონი რომ სასტიკად მოგწონთ და პირიქით ამბობთ… თორემ დღეს, ჩვენს ეპოქაში სათვალე რომ გაგიკვირდება, აი, მართლა რა დონეზე სოფლის ბოლო უნდა იყო, უბადრუკო…

არ თქვა ახლა იმიტომ, რომ გაყიდე და სხვას დაეხმარეო… ეს კი არ გადარდებთ, სხვა მუცლის გვრემა გაქვთ, თორემ არც ქველმოქმედება გვესწავლება თქვენგან , ,,ჰუმანურებო”!..

ისე, უღრმესი მადლობა ამდენ დროს რომ მითმობთ… დღეს ისეთი კარგი სათვალე მაჩუქეს, ახალ ფოტოებს გადავიღებ… თქვენი უნიჭო, უგემოვნო გადაცემა რომ არა, საჩუქარს ვერ მივიღებდი…

დიახ, მომწონს კარგი სათვალე და საერთოდ, მომწონს გემოვნება, მათ შორის გემოვნებიანი ადამიანები…

რეკლამა
eudora.ge

ამ სათვალეებიდან კიდევ უფრო გამჭირვალე ხდება ზოგი ვითომ „სვეტსკი“ ადამიანი… მიყვარხართ და ჩემს სათვალეებზე ხშირად ისაუბრებთ!..“, – წერს მამა პეტრე.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები