ავთანდილ ცქვიტინიძემ სამშრიანი პირბადეები გამოუშვა, რომელსაც საკუთარი საპონი მოჰყვება

ავთანდილ ცქვიტინიძემ, ორგანიზაცია „კავკასიის ფერებთან“ ერთად ყველასგან განსხვავებული და ორიგინალური ,ბოლო დროს ყველაზე აქტუალური და ყველსთვის საჭირო ნივთი – ახალი პირბადე შექმნა.

რეკლამა
eudora.ge

რაც მნიშვნელოვანია, ყველა პირბადეს მოჰყვება მცენარეული შემცველობის საპონი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია დღის ბოლო სახე დაიმუშაოს და პირბადე გარეცხოს. თავად პირბადეში გამოყენებული ნაჭერი კი ევკალიპტის, გვირილისა და გულყვითელას საღებავითაა შეფერილი და ამავე მცენარეების საპონი მოჰყვება.

როგორც მოდის მარკეტოლოგმა, ნინო იოსელიანმა განაცხადა, 5-მდე სხვადასხვა ფერის 3-შრიანი პირბადე, ნატურალული საღებავებითაა შეღებილი და მის ქსოვილში აბრეშუმი და ბამბაა გამოყენებული. მან ასევე აღნიშნა, რომ ყოველდღიური მოხმარების თვალსაზრისით აღნიშნულ პირბადეში სუნთქვა გაცილებით მარტივია.

„პირბადე ძალიან საჭირო აქსესუარია და ძალიან ბევრი ვიწვალეთ მის ფორმაზე, რადგან აბრეშუმს არ აქვს წელვადობა და არ გვინდოდა, რომ რეზინის საჭერები ჰქონოდა, რაზეც ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა. მსოფლიო კვლევებმა ასევე გვაჩვენა, რომ ადამიანებს ისეთი პირბადეებისგან, სადაც კანი ვერ სუნთქავს, სერიოზული დაავადებები დაემართათ. დღის განმავლობაში, როცა ეს პირბადე გიკეთია, სახის კანი სუნთქავს და სუნთქვაც მარტივია, რადგან ძალიან ბევრი ნატურალური პროდუქტი იცავს ჯანმრთელობას“, – განაცხადა ავთანდილ ცქვიტინიძემ.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები