ავარია ავტობანზე – 15-მდე მანქანა ერთმანეთს შეეჯახა – ფოტოები

ავტობანზე, გორის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15-მდე მანქანა დაზიანდა. ერთმანეთს შეეჯახა თბილისის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები. სავარაუდოდ მძღოლებმა მოყინული გზის გამო, საჭე ვერ დაიმორჩილეს.

მსუბუქი დაზიანება მიიღო რამდენიმე ადამიანმა 

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს საგზაო წესების დარღვევას, რამაც სხეულის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები