ადამიანს შეიძლება, ყველაფერი აუკრძალო, მაგრამ ლოცვას ვერავის აუკრძალავ

ყველას აქვს უფლება თავისი აზრი ჰქონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ეს არ არის ორი, ათი და ასი, ესაა უამრავი ადამიანი, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ გაივლის ეს განსაცდელი, – განაცხადა საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა კორონავირუსზე საუბრისას.

„ჩვენ, ვცდილობთ, დადგენილი ნორმები შევასრულოთ. უსაფრთხოება მაქვს მხედველობაში, რომ დაცული იყვნენ ადამიანები, მათ შორის სასულიერო პირები. აგერ, შემოდგომაც გავიდა და ზამთარი დადგა, ხედავთ, რომ ადამიანები იღუპებიან და ეს არ არის ისეთი მოვლენა, რომელზეც შეიძლება ადამიანმა არასერიოზულად ისაუბროს და რაღაც ზღაპრები მოჰყვეს. ყველას აქვს უფლება თავისი აზრი ჰქონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ეს არ არის ორი, ათი და ასი, ესაა უამრავი ადამიანი, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ გაივლის ეს განსაცდელი, გაივლის აუცილებლად. ამაზე უამრავი ადამიანი ფიქრობს, მუშაობენ სპეციალისტები და მჯერა, როგორც დღემდეა ბევრი რამ დაძლეული, დაიძლევა ესეც. ოღონდ, საჭიროა საერთო ძალისხმევა და გათვალისწინება ამ საფრთხეების.

რეკლამა
eudora.ge

თუ დღის წესრიგში დადგა აუცილებლობა, რა თქმა უნდა, ამაზე ვიმსჯელებთ, თუმცა ჩვენ მაინც სპეციალისტებს ვუსმენთ და ვითვალისწინებთ მათ რჩევებს. ღვთისმსახურების დროსაც კი სასულიერო პირები პირბადეებით დგანან, ასევე მრევლი. ამ ეტაპზე, მეტი რა უნდა გავაკეთოთ, მე ვერ გეტყვით. ვნახოთ, ცხოვრება ხომ იცით როგორი არის, გვიჩვენებს. მე ვფიქრობ, რომ ისეთი ვითარებაა ეკლესიაში, სასულიერო პირები… ზოგი იზოლაციაშია სიფრთხილის გამო, ზოგი დაავადებულია, ინფიცირებულია და ზოგიერთ ადგილებში ღვთისმსახურების ჩატარების პრობლემაა, რადგან სასულიერო პირი ინფიცირებულია, სხვაგანაც ვიცი, იგივე ევროპის ქვეყნებში, რა მდგომარეობაც არის და ამჯერად, უკვე დაკეტვების ფონზე, ეკლესიები არ დაკეტილა, უფლება აქვთ ღვთისმსახურებისა, თუმცა გარკვეული შეზღუდული რაოდენობებით, მაგრამ ღვთისმსახურების შემდეგ ადამიანებს შეუძლიათ, შევიდნენ და ილოცონ. ადამიანს შეიძლება, ყველაფერი აუკრძალო, მაგრამ ლოცვას ვერავის აუკრძალავ” – აცხადებს მეუფე.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები